მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო დარღვევები, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

5d09e85022b78
ლიკა გურაბანიძე
19.06.19 11:45
1511
თბილისის მერია დღეს პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტს გადააგზავნის, რომლის თანახმადაც, სამშენებლო სექტორს მშენებლობის პროცესში კანონდაღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ იძულებულები გავხდით, რომ ამ ცვლილებებით რადიკალიზაციაზე წავსულიყავით და რადიკალური ზომები მიგვეღო; ეს ცვლილებები ითვალისწინებს სამშენებლო მიმართულებით დაფიქსირებული ზოგიერთი დარღვევის სისხლის სამართლებრივ დანაშაულში გადაყვანას ანუ თუ ამ დრომდე დარღვევა ადმინისტრაციულში გადადიოდა, ახლა უკვე სისხლის სამართლის დანაშულის სტატუსი იქნება.

სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს შემდეგ დარღვევები: K1 და K2 პარამეტრის დარღვევა, სიმაღლის პარამეტრის დარღვევა, უნებართვო მშენებლობა, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემული მშენებლობის შეჩერების შესახებ აქტის შეუსრულებლობა, რაც ამ აქტისადმი დაუმორჩილებლობას და მშენებლობის უკანაონოდ გაგრძელებას ნიშნავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ განმარტა, ეს საკანონმდებლო ცვლილებები, მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელისთვის.

„პირდაპირ ვიტყვი, არ დავმალავ, რომ მუნიციპალიტეტი ასეთ ტიპის დარღვევების კუთხით არც ისე ძლიერია, რადგან პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც დღეს საქართველოსა და ჩვენ დედაქალაქში მოქმედებს, მაინც უშვებს მშენებლობის მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევებს და არაკეთილსინდისიერი კომპანიები ამა თუ იმ გზით მაინც ახერხებენ სამშენებლო დარვევების ხარჯზე ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ჩვენ ვნახეთ ეს ურბანული განვითარებისთვის თვალსაზრისით რამდენად დიდ პრობელმას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სპეციალურ ჯგუფებთან და ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კანონპროექტზე მუშაობა და დღეს უკვე დასრულებულ პაკეტს საქართველოს პარლამენტს გადავუგზავნით და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩართულობა დიდი იქნება ამ კანონპროექტის განხილვაში, ჩვენ მზად ვართ, ყველა კითხვას პასუხი გავცეთ“, - განმარტა კალაძემ.