მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამსახურის დასაწყებად კანდიდატებს გასაუბრება კომპანიების HR-რობოტებთან მოუწევთ

5ce134ba68788
მარიამ ადამია
20.05.19 00:10
628
თუკი თქვენ მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებში სამსახურის დაწყებაზე ოცნებობთ, კარგად მოემზადეთ, რადგან პირველი გასაუბრების გავლა, რობოტთან მოგიწევთ.

ბიზნესმა გასულ წელს HR-რობოტებში 367 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო და რობოტებთან საკმაოდ წარმატებული თანამშრობლობა დაიწყეს. სწორედ ასეთი კომპანიებია, მაგალითად: L’Oréal, Pepsico და IKEA. მათი რაოდენობა კი, ყოველწლიურად იზრდება.

რობოტები ასრულებენ რუტინულ სამუშაოს, გაცილებით ეფექტიანად, ვიდრე ამას ადამიანები ვახერხებთ. მათ ევალებათ, რეზიუმეს მოძიება და შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება ადამიანი ვაკანტურ პოზიციას, სად სწავლობდა, რა დაამთავრა, სად იმუშავა და რა გაუკეთებია ამ დრომდე. ასევე რობოტი ამყარებს კომუნიკაციას და აფასებს ადამიანის კვალიფიკაციასაც.

გასაუბრება კი, ბლიც-ინტერვიუს სტილშია და მიღმა იმ ტრადიციული კითხვებისა, რომლებსაც თითქმის ყველა გასაუბრებაზე სვამენ ანუ რა არის მთავარი პროფესია და რატომ ფიქრობთ, რომ შეესაბამებით ამ პოზიციას, დამატებით, რობოტი რამდენიმე კონკურენტულ კითხვას ამატებს, რომელიც საბოლოოდ, წყვეტს კანდიდატის ბედს - დაიწყებს თუ არა მუშაობას ვაკანტურ პოზიციაზე. ამიტომაც რობოტი მათზე კონკრეტული პასუხების გაცემას მოითხოვს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის დრო შეზუდულია.

არ იფიქროთ, რომ რობოტთან ინტერვიუ უფრო მარტივია, ვიდრე - ადამიანთან. პირიქით, თუკი რობოტმა ნეგატიური შეფასება მოგანიჭათ, თქვენი საქმე აღარ გადაეცემა უკვე HR სპეციალისტს, ადამიანს, რომელიც საბოლოოდ წყვეტს კანდიდატის დასაქმებას.

გარდა ამისა, ხელოვნური ინტელქტის მოტყუება უფრო რთულია, ვიდრე - ადამიანის, რადგან სისტემა ანალიზს უკეთებს კანდიდატის ხმის ტემბრს, საუბრის სიჩქარეს, მიმიკას, ემოციურ მდგომარეობას და ამ ყველაფერს უმაღლესი სიზუსტით აკეთებს. ამიტომაც მოატყუოთ რობოტი, რომ ვითომ ჩინური ენა იცით, იმ დროს, როცა სულ რამდენიმე წინადადებას ფლობთ, ცუდი იდეაა.