17.თებერვალი .2016 13:28

სამინისტროების მიერ პროექტების განხორციელების მიმდინარეობას, სპეციალური სამსახური გააკონტროლებს

views 1092
უკან

ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს მმართველობის ამომწურავი რეფორმა, რაც გულისხმობს მთავრობის ერთიანი ფრონტ-ოფისის შექმნას, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ინვესტორტა საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
 
გიორგი კვირიკაშვილმა ინვესტორთა საბჭოს წევრებს განუმარტა, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების განხორციელების მიმდინარეობას.

"ინვესტორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი შეიცავს მნიშვნელოვან საკითხებს, ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. ახლახანს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს საგადასახადო რეფორმას, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. მომდევნო დღეებში პრემიერ-მინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას. რეფორმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი მოიცავს რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას", - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობის მიერ დასახული მიზნების გახორციელებისთვის აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა