22.ივლისი.2019 11:12
ეკონომიკა

სამინისტრო: 6 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს 673 მლნ ლარი მოხმარდა

სამინისტრო: 6 თვეში ინფრასტრუქტურულ პროექტებს  673 მლნ ლარი მოხმარდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმის 6 თვის ათვისება 100%-ზე მეტია.
ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„1 ივლისის მდგომარეობით, ბიუჯეტის სახსრების საკასო შესრულება დაახლოებით 429,2 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 163,7 მლნ ლარით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემს, ხოლო დონორულ (კრედიტი და გრანტი ერთად) დაფინანსებასთან მიმართებაში ათვისებულია 244,2 მილიონი ლარი, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 19,2 მილიონი ლარით აღემატება.

მთლიანობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 6 თვის განმავლობაში, მოხმარდა 673 მილიონი ლარი.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამინისტრომ დაახლოებით 183 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება მოახერხა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა ყველაზე მსხვილბიუჯეტიანმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 6 თვის დამტკიცებულ გეგმას 7%-ით, ხოლო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 15%-ით გადააჭარბა.

1 ივლისის მდგომარეობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 270 მილიონი ლარი. ტენდერი უკვე გამოცხადებულია 651 პროექტზე, აქედან კი ხელშეკრულება გაფორმებულია დაახლოებით 236 მილიონ ლარის ღირებულების 563 პროექტზე, ხოლო საკასო შესრულება დაახლოებით 61 მილიონი ლარია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: თელარა გელანტია

24.აგვისტო.2019 20:20
173

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 19:29
138

ახალსოფელთან ტყეში ხანძრის ადგილზე ტექნიკის შესაყვანად გზა გაიჭრება

ვრცლად
24.აგვისტო.2019 18:10
161

წელს ქართული ნივრის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ვრცლად
24.აგვისტო.2019 17:15
1741

"აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტების პროექტს შემოდგომაზე განაახლებს – დაფინანსება 30 000 ლარი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 16:50
1357

Ryanair–ის პილოტები გაფიცვას გეგმავენ

ვრცლად
24.აგვისტო.2019 15:30
334

მინსკში "ქართული სახლი" გაიხსნა

ვრცლად