მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი მიმართულება, სადაც "RYANAIR" ქუთაისის და თბილისის აეროპორტებიდან ნოემბრიდან იფრენს

5d5d1ff6bfb9e
თელარა გელანტია
21.08.19 14:41
2472
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს" შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „RYANAIR“ ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან ნოემბრიდან იფრენს.

„ხელი მოვაწერე თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რაც წარმატებული დასასრულია იმ ინტენსიური მოლაპარაკებებისა, რომელსაც ბოლო თვეებში ვაწარმოებდით მსოფლიოში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია RYANAIR-თან. უკვე ნოემბერში „რაინეარი“ პირდაპირ რეისებს დაიწყებს ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან. (თბილისი-მილანი; ქუთაისი-მარსელი; ქუთაისი-ბოლონია)“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ცნობისთვის: პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს. პირდაპირი ავიარეისები 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება, ხოლო თბილისის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით იფრენს მილანში (2019 წლის 6 ნოემბრიდან).

დღესვე ცნობილი გახდა, რომ "რაინეარი" 2020 წლის აპრილიდან კვირაში 3 სიხშირით ფრენებს კიოლნშიც შეასრულებს.