მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა, სამება-მახათას მთა - სად შეიძლება მოეწყოს საბაგიროები?

5cc019c2722eb
ლიკა გურაბანიძე
24.04.19 12:07
1422
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რამდენიმე უბანში 5-თვიანი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების შემდეგ, რაზეც ჯამში, 750 000 ლარი დაიხარჯება, საბაგიროების მოწყობა იგეგმება.

„დავალება იყო მოცემული, რომ საბაგიროებისთვის კონკრეტული არეალები და ზონები გამოგვეყო, სადაც საბაგიროების პროექტების განხორციელება შესაძლებელია.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არსებობს სამი საინტერესო მიმართულება ეს არის: სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათას მთა.

შესაბამისად, ჩვენ ახლა ტექნიკური-ეკონომიკური კვლევის ჩატარება გვჭირდება და როგორც ვიცი, მის დაწყებას რამდენიმე დღეში ვაპირებთ.

ტექნიკური კვლევის შემდეგ სრული სურათი გვექნება და საინტერესო მიმართულებები პრიორიტეტების მიხედვით განისაზღრება. შესაბამისად, 5 თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა კალაძემ.

როგორც მერი აღნიშნავს, საბაგიროების პროექტის განხორციელება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსგავსი შესაძლებლობა იქნება.