მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეგრელოში ჩირის დამამზადებელ საწარმოში 622 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდება

5698ee805083d
BM.GE
15.01.16 16:52
2428
"აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ორი ახალი პროექტი დაფინანსდა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, 900 000 ლარზე მეტის ინვესტიცია ჩაიდება თბილისში კარების გადამამუშავებელ საწარმოში, სამეგრელოში კი ჩირის დამამზადებელი საწარმო აშენდება.
 
"ერთი პროექტის თანახმად, თბილისში მილიონ 900 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც დაამზადებს ხის და მეტალის კარებებს. აღნიშნული საწარმო იღებს ვალდებულებას, რომ სულ მცირე 40 ათას ხის კარებსა და და 7 ათას რკინის კარებს გამოუშვებს წელიწადში.

მეორე პროექტი განხორციელდება სამეგრელოში. ეს არის მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც ხილიდან სითხის სწრაფი მოშორების მეთოდით დაამზადებს ჩირებს. ეს გახლავთ ახალი მეთოდი. საუბარია 150 ტონა ხილის გადამუშავებაზე და მისასალმებელია, რომ 622 ათასი ლარის ინვესტირებას განახორციელებენ აღნიშნულ პროექტში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პირველ პროექტში დასაქმდება 70-დან 80 ადამიანამდე, ხოლო მეორე პროექტში დასაქმდება 20 პირი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.