29.აპრილი .2016 11:16

სამეგრელოში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებაში 15 მილიონი ევრო ჩაიდება

views 1049
უკან

სამეგრელოში ახალი ნაგავსაყრელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში აშნდება და პროექტის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონი ევრო იქნება. ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას გერმანიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ნაგავსაყრელის წინასწარი პროექტი უკვე მზად არის.
 
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის გიორგი შუხოშვილის განცხადებით, პროექტის მომზადებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან, ნაგავსაყრელი ეკოლოგიურად დაცული იქნება და მის ასაშენებლად საერთაშორის ტენდერი გამოცხადდება.

პროექტის განხორციელების შემდეგ რეგიონში არსებული ნაგავსაყრელი პოლიგონები დაიხურება და მხოლოდ ერთი ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი იმუშავებს. რეგიონში უკვე დახურულია ხუთი ნაგავსაყრელი, ერთის დახურვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად წელს მოხდება.

ახალ ნაგავსაყრელზე ასევე დაგეგმილია გაზის შემკრების სისტემის მოწყობა, რომელსაც მოსახლეობა სათბურებისთვის გამოიყენებს. ნაგავსაყრელზე მოეწყობა წყლის შეგროვებისა და გაფილტვრის სისტემა, ეწ რევერსული ორმოები.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა