მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკრუიზო ბუმი ვენაში და ტურისტებით შეწუხებული ადგილობრივები

5d53b5ca26d6d
მიხეილ ხაჩიძე
18.08.19 21:10
1362

ვიზიტორები, რომლებიც ვენაში საკრუიზო ხომალდებით ჩადიან, ქალაქში ცოტა ხანს რჩებიან, გადიან ცენტრში, ხმაურობენ, ანაგვიანებენ ქუჩებს და ფულსაც არ ხარჯავენ - ეს ის კლიშეა, რომელიც ავსტრიის დედაქალაქის მცხოვრებლებს ვენაში ხომალდით შესული უცხოელი ტურისტების მიმართ აქვთ.

დიდ სამგზავრო გემებს ვენაში სულ უფრო და უფრო აკრიტიკებენ; ხმაურიან დამსვენებლებს ადგილობრივები პერმანენტულად უჩივიან, თუმცა რეალობა საკმაოდ განსხვავებულია.

როგორც ავსტრიის ტურიზმის განყოფილება ირწმუნება, ვენა ამ სეგმენტისგაან დიდ სარგებელს იღებს, ქალაქის ეკონომიკა გემებით შემოსული ტურისტებისგან საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებს.


როგორც ცნობილია, ავსტრიის დედაქალაქში საზღვაო ტრანსპორტით ყოველწლიურად, დაახლოებით, 350,000 ადამიანი ჩადის და მათი რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.