18.ივნისი.2019 19:44
ეკონომიკა

"საკითხი დავსვი არაერთხელ", - რატომ აკრიტიკებს ირაკლი კოვზანაძე საბიუჯეტო ოფისს

"საკითხი დავსვი არაერთხელ", - რატომ აკრიტიკებს ირაკლი კოვზანაძე საბიუჯეტო ოფისს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს მხარი დაუჭირა.

„2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში შინაარსიანი და საქმიანია. დოკუმენტში მთელი რიგი მიმართულებები არის საინტერესოდ წარმოდგენილი. ანგარიში მოიცავს მაკროეკონომიკურ მიმოხილვას. დოკუმენტში ასახულია არა მარტო სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ ნაერთი ბიუჯეტის შესრულებაც. ასევე საინტერესოა ფისკალური პროგნოზების და ფაქტების ურთიერთშედარება“, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში წარადგინეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე გენერალურის აუდიტორის მოადგილემ ეკატერინე ღაზაძემ წარუდგინა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის მიერ გაცემულ ძირითად რეკომენდაციებზე, რაც გააუმჯობესებს საჯარო ფინანსების მართვის ხარისხს და ხელს შეუწყობს ეფექტიანობის ზრდას.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში დადებითად შეაფასა და მის პლენარულ სხდომაზე წარდგენას მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საბიუჯეტო ოფისის დასკვნის გარეშე განიხილა.

აღნიშნული მიზეზით, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის დღის წესრიგიდან მოხსნის საკითხი განხილვის დაწყებამდე, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ხათუნა გოგორიშვილმა დააყენა და აღნიშნა, რომ საბიუჯეტო ოფისის დასკვნის გარეშე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ დაადასტურა, რომ საბიუჯეტო ოფისის დასკვნა მომზადებული არ არის და ის კომიტეტს არა აქვს. მან საბიუჯეტო ოფისის უფროსისგან განმარტების გაკეთება მოითხოვა.

„ჩვენ საბიუჯეტო ოფისის დასკვნა უნდა მიგვეღო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ. არ მიგვიღია არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა კომიტეტებსაც, ვინც საკითხი განიხილა. საკითხი დავსვი არაერთხელ - არა მხოლოდ კომიტეტის დონეზე, არამედ პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც, თუმცა სამწუხაროდ, დღესაც იგივე პრეცედენტის წინაშე ვდგავართ - საბიუჯეტო ოფისის დასკვნა არა გვაქვს! საბიუჯეტო ოფისთან დაკავშირებული საკითხი უნდა გადაწყვიტოს სტრუქტურამ, რომელსაც ამის გადაწყვეტის უფლებამოსილება აქვს. არის რეგლამენტის დარღვევა, საბიუჯეტო ოფისთან დაკავშირებით არის თემები, მაგრამ ეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თემა არ არის. მე ჩემს გულისტკივის პარლამენტის თავმჯდომარეს გავუზიარებ, რომელიც არის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოში. მე სხვა ბერკეტი არ გამაჩია. ეს ის შემთხვევაა, როცა ოპოზიციას უნდა დავეთანხმოთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე.

Bm.ge კომენტარისთვის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელსაც დაუკავშირდა. თათა ხეთაგურის თქმით, ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს.

„2018 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე საბიუჯეტო ოფისის დასკვნა ხვალ დილისთვის საბიუჯეტო ოფისის ვებ-გვერდზე აიტვირთება“, - აღნიშნა ხეთაგურმა.
ავტორი: თელარა გელანტია

20.ივლისი.2019 13:31
54

1,5 მლნ ლარის ინვესტიცია - შიდა ქართლში მეფრინველეობის ფერმა აშენდა

ვრცლად
20.ივლისი.2019 13:15
118

“საპარტნიორო ფონდის” პროექტი - ჩამოწერილი ჯარიმები და გადავადებული ვალდებულებები

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:46
86

ფინანსთა მინისტრი: მოსახლეობასთან შედგა ღია დიალოგი - სადაც კრიტიკა იყო საჭირო, გვესმოდა კრიტიკა

ვრცლად
20.ივლისი.2019 12:11
98

top 5 დაცული ტერიტორია საქართველოში, რომელსაც ყველაზე ხშირად სტუმრობენ

ვრცლად
20.ივლისი.2019 11:05
386

„$37,000 უკან გადავრიცხე - ინდოეთში“, - ბიზნესის პრობლემები ინდოეთიდან ტურისტების მოზიდვისას

ვრცლად
20.ივლისი.2019 10:20
118

აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისთვის 200 ათასი ევრო დაიხარჯება

ვრცლად