ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტექნოლოგიური სერვისების საერთაშორისო კომპანია VFS Global-ს შორის გაფორმდა მორიგი მემორანდუმი, რომლის მიზანიც სავიზო პროცედურების გამარტივება, ტექნიკური ხარვეზებისა და ბარიერების აღმოფხვრა და სავიზო დოკუმენტების ადგილზე შემოწმებაა. ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ქვეყანაში "კეთილსინდისიერი და რეალური ვიზიტორების" საქართველოს საზღვარზე თავისუფლად გადაადგილებას. როგორც ცნობილია, საქართველოს საზღვრიდან ყველაზე ხშირად ინდოეთის მოქალაქეებს აბრუნებენ. ამის მიზეზად როგორც წესი სათანადო დოკუმენტაციის უქონლობა სახელდება, თუმცა ყოფილა არაერთი შემთხვევაც, როდესაც ინდოეთის მოქალაქეები ქართულ სასაზღვრო სამსახურებს არასათანადო დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ, რის შესახებაც ინდურ ბეჭდურ მედიაშიც არაერთი სტატია მომზადებულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ მემორანდუმით მათ შორის აღნიშნული პრობლემის მოგვარებასაც გეგმავს.
"საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობს ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით არსებული მექანიზმების დახვეწაზე. ინდოეთის მოქალაქეებისათვის სავიზო პროცედურების დახვეწის მიზნით, ქართულ მხარეს უკვე გაფორმებული ჰქონდა შეთანხმება საერთაშორისო ავტორიტეტულ კომპანია VFS Global-თან, რომლის საფუძველზეც ინდოეთში ფუნქციონირებს 16 სავიზო პუნქტი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა, ხოლო VFS Global-ის მხრიდან ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა კრის დიქსმა და ინდოეთის ჩრდილო და აღმოსავლეთ რეგიონების ხელმძღვანელმა ალოკ სინჰალმა,"- ნათქვამია განცხადებაში.
2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ინდოეთის 26,884 მოქალაქე იმყოფებოდა, რითიც ეს ქვეყანა ტურიზმის რეიტინგში მეთორმეტე ადგილზე იმყოფება. ზრდა წინა წელთან შედარებით 14.6%-ია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი