03.მაისი.2016 20:11
მსოფლიო

საფრანგეთში შრომის ახალ კანონს აკრიტიკებენ და მას "ბოსების სამართალს" უწოდებენ

საფრანგეთში შრომის ახალ კანონს აკრიტიკებენ და მას "ბოსების სამართალს" უწოდებენ
საფრანგეთის შრომის ახალმა კანონმა მემარცხენეებისა და კერძო სექტორში დასაქმებულთა კრიტიკა გამოიწვია. ოპონენტებმა კანონს "ბოსების სამართალი" უწოდეს.
 
"კანონი ჩვენს ქვეყანაში არსებულ რეალობას შეესაბამება. საფრანგეთში უმუშევრობის დონე 10 პროცენტზე მაღალია, ისევე როგორც ეს 20 წლის წინ იყო. მონაცემები ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავაც არ არის დამაკმაყოფილებელი. საფრანგეთი იმაზე ნაკლებ სამუშაო ადგილს ქმნის, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნები", - განაცხადა ქვეყნის შრომის მინისტრმა.

Euronews-ი წერს, რომ 2013-2015 წლებში საფრანგეთში 57,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, შედარებისთვის გერმანიაში აღნიშნული ციფრი 482,000 იყო, ხოლო ესპანეთში კი 651,000.

"რეფორმის მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილები გაიზარდოს", - განაცხადა მინისტრმა.

რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებების ნაწილი სამუშაო საათებს ეხება. საფრანგეთში მაქსიმალური სამუშაო საათი 10-ია, თუმცა დამსაქმებელთან დადებული შეთანხმების თანახმად ის შესაძლოა 12 საათამდე გაიზარდოს. ასევე კვირაში მაქსიმალური სამუშაო საათების გაზრდა დამსაქმებელს 60-მდე შეუძლია.

რეფორმა ასევე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ სავალდებულო კომპენსაციის ოდენობასაც განსაზღვრავს, თუმცა კანონის ოპონენტები ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილება დასაქმებულების გათავისუფლების მიზეზი გახდება.

შრომის კანონმა გასულ კვირას საფრანგეთში საპროტესტო აქციაც გამოიწვია, რომლის ფარგლებშიც პარიზში 120-მდე პირის დაკავება მოხდა. აქციაში მონაწილეობას რამოდენიმე სტუდენტური ორგანიზაციაც იღებდა. დასაქმებულთა პროტესტი კანონში იმ ცვლილებამა გამოიწვია, რომელიც საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ეკონომიკრ საქმიანობას ეხებოდა. ასევე კრიტიკის საგანი გახდა მოკლევადიანი ხელშეკრულებების საკითხიც.

20.ივლისი.2019 18:40
484

რომელი ქვეყნები გამდიდრდებიან 2028 წლისთვის?

ვრცლად
20.ივლისი.2019 15:40
344

ყველაზე გავლენიანი ჩინური ბრენდების ტოპ-10

ვრცლად
20.ივლისი.2019 14:32
462

“სანამ ჩვენ "ვბერდებით", ისინი ფულს შოულობენ” - რუსულმა Face App-მა 10 დღეში $1 მლნ. გამოიმუშავა

ვრცლად
19.ივლისი.2019 23:10
492

Inditex-ის ამბიციური სტრატეგია

ვრცლად
19.ივლისი.2019 19:50
506

მიკროჩიპების მწარმოებელი Qualcomm 242 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

ვრცლად
19.ივლისი.2019 18:35
442

BMW-ს ახალი შეფი ოლივერ ციპსე გახდება

ვრცლად