მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთის მთავრობის სწავლის დაფინანსების პროგრამა უცხოელი სტუდენტებისთვის

56701dac5a15b
BM.GE
15.12.15 17:58
2055
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ეიფელის დაფინანსების პროგრამას" აცხადებს. პროგრამა უკვე რამოდენიმე წელია ფუნქციონირებს და ის სტუდენტებს საფრანგეთის უნივერსიტეტებში მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურის სწავლის დაფინანსების საშუალებას აძლევს.
 
პროგრამაში მონაწილე სტუდენტებმა განაცხადი მომავალი წლის 8 იანვრამდე უნდა წარადგინონ. პროგრამა განვითარებადი ქვეყნების სტუდენტებისთვისაა გათვლილი, მათ შორის ქართველი სტუდენტებისთვის. სტუდენტებს დაფინანსების მოპოვება სამი მიმართულებით შეუძლიათ: 1 - ეკონომიკა და მენეჯმენტი. 2 - სამართალი და პოლიტიკური მეცნიერებები. 3 - საინჟინრო მეცნიერებები.

დაფინანსება სტუდენტის საცხოვრებელ და მგზავრობის ხარჯებს ფარავს, ასევე სტიპენდია თვეში 1400 ევრომდე თანხას მოიცავს.

რაც შეეხება მოთხოვნებს, სტუდენტებმა კონკრეტული უნივერსიტეტის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.