22.მარტი .2016 13:19

საფინანსო სექტორზე მოგების გადასახადის რეფორმა 2019 წლის 1 იანვარიდან გავრცელდება

views 1229
უკან

საფინანსო სექტორზე მოგების გადასახადის რეფორმა 2019 წლის 1 იანვარიდან გავრცელდება. ასევე, მოგების გადასახადის განაწილებული მოგებით ჩანაცვლება 2017 წლის 1 იანვრიდან მოხდება. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ძირითადი საშუალებების იმპორტის დამატებითი ღირებულებისგან გათავისუფლება კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე მოხდება.
 
"კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები ამოქმედდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე, ეს შეეხება დამატებითი ღირებულების გადასახადს და თქვენ იცით, რომ ძირითადი საშუალებების იმპორტზე დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდა საჭირო აღარ იქნება და ეს არის გარკვეული გამარტივება ადმინისტრირების რომელიც ამოქმედდება კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე.

მეორე ეტაპი იქნება მოგების გადასახადის ჩანაცვლება განაწილებული მოგების გადასახადით და ჩვენ ვეთანხმებით ბიზნესის წინადადებას და კანონპროექტი ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვარს", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის 1 იანვრიდან ამოქმედებას ითხოვდა საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა