11.ივნისი.2019 19:30
ეკონომიკა

საფინანსო, სამშენებლო, უძრავი ქონების, ტურიზმისა და სხვა სექტორებში ინვესტიციების ვარდნაა

საფინანსო, სამშენებლო, უძრავი ქონების, ტურიზმისა და სხვა სექტორებში ინვესტიციების ვარდნაა
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $281 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.3%-ით ნაკლებია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საფინანსო, სამშენებლო, უძრავი ქონების, ტურიზმის, სამთომომპოვებელი მრეწველობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის სექტორში ინვესტიციების კლება შეიმჩნევა. ხოლო ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორებში გამავალი ნაკადები შემომავალ ნაკადებზე მეტი იყო, რის გამოც ამ სფეროებში ინვესტიციები ნეგატიური იყო.

ცალკეული სექტორების მიხედვით, მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

სამთომოპოვებითი მრეწველობა - $8.4 მლნ, ინვესტიციების კლება 62%;
დამამუშავებელი მრეწველობა - $21 მლნ, ინვესტიციების კლება 48%;
მშენებლობა - $8.3 მლნ, ინვესტიციების კლება 87%;
სასტუმროები და რესტორნები (ტურიზმი) - $25.4 მლნ, კლება წინა წელთან 0.2%;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 38 მლნ, ზრდა წინა წელთან 5300%;
ჯანმრთელობის დაცვა და სოც.დახმარება - $0.8 მლნ, კლება წინა წელთან 90%;
საფინანსო სექტორი - 42 მლნ, კლება წინა წელთან 61%;
დანარჩენი სექტორები - $164 მლნ, ზრდა წინა წელთან 314%.

საქსტატის მონაცემები წინასწარია და შესაძლოა, დაზუსტების შემდგომ შეიცვალოს.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

19.ივნისი.2019 19:00
15

გენადი არველაძე: ევროკავშირთან ექსპორტის 22%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ DCFTA წარმატებით მუშაობს

ვრცლად
19.ივნისი.2019 18:17
82

მინისტრი: პროექტების შესრულების დინამიკა გაუმჯობესებულია... დაახლოებით, 0.5 მლრდ ათვისებულია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:49
1407

ათეულობით მლნ ლარის ზიანი სახელმწიფოს - პასუხისგებაშია 23 მეწარმე, მათგან 17 პირი პატიმრობაშია

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:36
163

1 დოლარი 2.78 ლარი გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:22
83

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

ვრცლად
19.ივნისი.2019 17:10
243

აზერბაიჯანის ბაზრისთვის Coca-Cola Energy-ის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გამოუშვებს

ვრცლად