11.მაისი.2019 11:41
ეკონომიკა

"საერთოდ გავაუქმებთ გადასახადებს იმ მეწარმისთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს"

"საერთოდ გავაუქმებთ გადასახადებს იმ მეწარმისთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს"
პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის აგროსაინვესტიციო ფორუმი გახსნა და 250-მდე ბიზნესის წარმომადგენელს და დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა.

ბახტაძემ  სოფლის მეურნეობის სექტორში იმ მიღწევებზე ისაუბრა, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიაღწია. პრემიერი მთავარ პრიორიტეტად ქვეყნისთვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას ასახელებს და ამბობს, რომ გადასახადებისგან გათავისუფლდება ყველა ის მეწარმე, რომელიც ორგანულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს.


"აგროსაინვესტიციო ფორუმი, რომლის ფარგლებშიც შევიკრიბეთ არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ მეტი შევძლოთ სოფლის მეურნეობაში. როცა ჩვენ ვიწყებდით პროგრამებს სოფლის მეურნეობაში, ჩვენ ვისმენდით ძალიან ბევრ უსაფუძვლო კრიტიკას, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა წყალში გადაყრილი ფული, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ინვესტიციები არ იყო გამართლებული, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ ჰქონდა პერსპექტივა.

მე დარწმუნებული ვარ, ეს სიტყვები თქვენც კარგად გახსოვთ. ბუნებრივია, შედეგმა აჩვენა, რომ ჩვენ ვიყავით მართლები. რამდენიმე წლის წინ სავაჭრო დეფიციტი სოფლის მეურნეობის პროდუქციაში ჩვენ გვქონდა დაახლოებით, 900 მილიონი. დღევანდელი დღის მდგომარეობით, დეფიციტი შეადგენს 300 მილიონს. ჩვენ სამჯერ, ერთობლივი ძალისხმევით შევძელით, რომ შეგვემცირებინა ეს დეფიციტი.

ღრმად მწამს, რომ ჩვენ შევძლებთ არამხოლოდ იმპორტის ჩანაცვლებას, არამედ საქართველო გახდება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპორტიორო ქვეყანა სოფლის მეურნეობის პროდუქციის. ამისთვის ჩვენ უნდა გადავდგათ კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯები.

შარშან ჩვენმა ექსპორტმა სოფლის მეურნეობის პროდუქციის, შეადგინა 1 მლრდ, მაგრამ ჩვენ ვიქნებოდით კიდევ უფრო წარმატებული, რომ არა უდიდესი გამოწვევა და პრობლემა აზიური ფაროსანას სახით, რომელმაც განსაკუთრებით დააზიანა ეს კუთხე. ბევრი ფერმერი აღმოჩნდა დიდი გამოწვევების წინაშე.

სამწუხაროდ, არც საქართველოში და არც საერთაშორისო მასშატბით არ არსებობდა წარმატებული გამოცდილება ეფექტური ბრძოლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ თქვენგან მიღებული რჩევებით ჩამოვყალიბდით ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე. ჩვენ წელს 10-ჯერ გავზარდეთ შესაძლებლობები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის და წელს იქნება გარდამტეხი წელი, როცა ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენ ამ პრობლემას მოვაგვარებთ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს აქვს უნიკალური პოტენციალი,რომ იყოს წარმატებული რეგიონი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ორგანულ, ბიოლოგურად სუფთა პროდუქციის წარმოებას. ამისთვის ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს.

გპირდებით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ და საერთოდ გავაუქმებთ გადასახადებს იმ მეწარმისთვის, ვინც საქართველოში იქნება დაკავებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებით. ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა. ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს. ეს არის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში გადავიყვანოთ განვითარების ახალ დონეზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

21.აგვისტო.2019 19:30
52

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
60

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
100

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:29
175

ნიკა გვარამია: ვაკეთებ ამბიციურ TV-ს, ინვესტორები - არის... ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:01
79

ჩოგოვაძე: Ryanair-ის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა - საქართველოს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 17:13
108

ნათია თურნავა: „საქართველოს პრემიერსა და „რაინეარს" შორის გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 2019 წელს დაანონსებულ სამ მიმართულებას კიოლნის მიმართულებაც დაემატება"

ვრცლად