მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი $4-ით გაიაფდა - კვირის მიმოხილვა

5d35798fa56bd
ლევან თაღიაშვილი
22.07.19 13:57
1122

მსოფლიო ნავთობის ბირჟებზე ფასები დაეცა ბოლო 1 კვირის განმავლობაში და კლება ორივე ბირჟაზე შეიმჩნეოდა. ნიუ-იორკში ვარდნა 4 დოლარი იყო და ამჟამინდელი ფასი 55 დოლარი და 63 ცენტია.

იდენტური სიტუაცია იყო ლონდონშიც, სადაც უკეთესი ხარისხის ნავთობი ივაჭრება და ფასიც მაღალია. ვარდნამ დიდ ბრიტანეთშიც 4 დოლარი შეადგინა და Bloomberg-ის მიხედვით, ბარელი ნავთობი 62 დოლარი და 47 ცენტი ღირს.

რაც შეეხება მიზეზებს, მაიკ პომპეომ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ირანი მზადაა, მოლაპარაკებაზე წამოსასვლელად, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ დაამატა, რომ ამის ფაქტობრივი ნაბიჯები, ჯერჯერობით, შესამჩნევი არ არის და მეორე მხარეს მეტი აქტიურობა მართებს.

მეორე ამბავი ჩინეთის შემცირებული ეკონომიკური ზრდა იყო, რომელიც 27 წლის მინიმუმზეა; ჩინეთი კი, მოგეხსენებათ მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა და მისი მოთხოვნა მსოფლიო ნავთობზე დიდია. გარდა ამისა, აშშ-ჩინეთის დაპირისპირება გლობალურ ეკონომიკურ ზრდას ამცირებს და მოთხოვნაც მასთან ერთად იკლებს.

რაც შეეხება საქართველოს, გასულ კვირას Oilnews-ის მიხედვით, 2 კომპანიაში, „სოკარსა“ და „ვისოლში“ 5-5 თეთრით გაძვირდა ბენზინი, სხვა ძირითად კომპანიებში კი, იგივე დარჩა.