მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სადებეტო ბარათების რაოდენობა შემცირდა - ივლისში მიმოქცევაში 6,395,062 ბარათი იყო

5d5bcb92a1395
თელარა გელანტია
20.08.19 15:30
1124

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ივნისთან შედარებით, ივლისში სადებეტო ბარათების რაოდენობა 6,447,435 ბართიდან 6,395,062-მდეა შემცირებული.

ივლისში მიმოქცევაში არსებული 6,395,062 ბარათიდან 3,918,809 - EC/MC იყო, ხოლო 1,634,129 – VISA, დანარჩენი კი - სხვა. 

სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის განმავლობაში მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების რაოდენობის მხრივ ყველაზე აქტიური 2019 წლის იანვარი იყო 6,736,764 ბარათით.

ცნობისთვის: სადებეტო ბარათები საკრედიტო ბარათების მსგავსად ელექტრონული გადახდის ბარათებია; საკრედიტო ბარათებისგან განსხვავებით, სადებეტო ბარათს არ აქვს საკრედიტო ან რაიმე სხვა ლიმიტი, რადგან იგი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის და არა კრედიტისთვის; როდესაც სადებეტო ბარათით გადახდას ვანხორციელებთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პირად სახსრებს ვხარჯავთ, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია ჩვენს საბანკო ანგარიშზე.