15.აპრილი.2019 20:10
საფინანსო სექტორი

სადაზღვევოებისგან კლინიკებისა და ფარმაცევტული კომპანიების გამიჯვნას ითხოვენ

სადაზღვევოებისგან კლინიკებისა და ფარმაცევტული კომპანიების გამიჯვნას ითხოვენ

„დაზღვევის კავშირმა“ ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც სადაზღვევო კომპანიებს ფარმაცევტული კომპანიების და კლინიკების ფლობა უნდა აეკრძალოთ.

როგორც bm.ge-ს სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელებმა განუცხადეს, სიახლე ბაზარზე ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს შექმნის.

სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ახრახაძის აზრით, საერთაშორისო პრაქტიკით სადაზღვევო სექტორი, ფარმაცია და ჰოსპიტალური მენეჯმენტი ერთმანეთისგან ყველგან გამიჯნულია.

„ჩვენ დიდი ხანია ვაყენებთ საკითხს, რომ დაზღვევა, როგორც ცალკე მდგომი დარგი ისე უნდა განვითარდეს და ის რომელიმე სხვა ბიზნეს სექტორების სატელიტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს, როგორ კომპოზიციაშიც, სამწუხაროდ, ხშირად აღმოვჩნდებით ხოლმე.

მსგავსი პრეტენზიები საბანკო სექტორთან მიმართებაშიც იყო, რომელსაც უდიდესი გავლენა გააჩნია. ასევე, სამედიცინო სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან და სექტორთან მიმართებაშიც მსგავსი შეკითხვები არსებობდა. დღეს ჩვენი რეკომენდაციები და საკანონმდებლო ინიციატივები უკვე მოვამზადეთ.

საერთაშორისო პრაქტიკა ყველგან მიჯნავს სადაზღვევო სექტორს, ფარმაციას და ჰოსპიტალურ მენეჯმენტს. დამატებით რეგულაციებს ავალდებულებს და არ ძლევს საშუალებას, რომ ისინი ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, რადგან ასეთი ტიპის სქემებში მომხმარებლისთვის გასაწევ სერვისებზე კონტროლის დაკარგვა და სერვისების გაუარესება ხდება“ - განაცხადა ახრახაძემ.

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნინა კობახიძე აცხადებს, რომ სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებისთვის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.

„ჩვენ სადაზღვევო ინდუსტრიისთვის თანაბარი კონკურენციის პირობების დამკვიდრებას ვაყენებთ პირობად. ეს გახლავთ ბანკების მიერ სადაზღვევო კომპანიების ფლობის შეზღუდვა.

ასევე დაზღვევის კანონში უნდა მოხდეს ცვლილებების ინიცირება, რომ სადაზღვევო კომპანიები აფთიაქებს და კლინიკებს აღარ ფლობდნენ, რადგან ეს პირდაპირ, არათანაბარ პირობებში აყენებს მომხმარებელს.

ეს ქვეყნის ეკონომიკას წაადგება და განვითარებულ სადაზღვრვო ინდუსტრიას მოიტანს.მე ვფიქრობ, რომ ახალი ზედამხედველი კარგად აღიქვამს თუ რამდენად ვართმევთ დღეს სადაზღვევო კომპანიებს განვითარების საშუალებას, როდესაც ასეთი ცუდი კონკურენტული გარემოა “ - განაცხადა ნინა კობახიძემ.

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ის გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში ყველა სადაზღვევო კომპანიას თანაბარ პირობებში შეეძლება, რომ მომხმარებელს სადაზღვევო პროდუქტები შესთავაზოს.

„ჩვენ ვემხრობით იმ იდეას, რომ ბაზარზე კონკურენცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი და კომპანიების ართანაბარ პირობებში ჩაყენება არ უნდა ხდებოდეს. შესაბამისად, ბუნებრივია ყველა ის ინიციატივა, რომელიც ჩვენ კოლეგებს გააჩნიათ, ჩვენთვის საინტრესოა და გვინდა, რომ დისკუსიაში ჩავერთოთ.

ჩვენი ფუნდამენტური პრინციპი კონკურენტული გარემოა და ის გარემო სადაც, ყველა სადაზღვევო კომპანიას თანაბარ პირობებში შეეძლება მომხმარებელს სადაზღვევო პროდუქტები შესთავაზოს,“ - განმარტავს bm.ge-თან ლომაძე.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

24.აპრილი.2019 20:43
167

„დაკრედიტების შენელება მნიშვნელოვანი რისკია, თუმცა ძლიერი ფისკალური სტიმულია მოსალოდნელი“

ვრცლად
24.აპრილი.2019 19:19
133

კობა გვენეტაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

ვრცლად
24.აპრილი.2019 18:08
143

რატომ ეწინააღმდეგება ფინანსური მონიტორინგის სამსახური სებ-ში დაბრუნებას?

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:34
157

„ჩაგჩურჩულეს? წერილი მოგწერეს?“, - გოცირიძის კითხვა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:18
258

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პირველი კომენტარი TBC-ზე: ჩვენი ქმედება სწორი იყო

ვრცლად
24.აპრილი.2019 11:31
165

ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს კიდევ ერთი ახალი მოთხოვნა დაუწესა

ვრცლად