22.თებერვალი.2016 15:47
ბიზნესი

სადაზღვევო ინდუსტრია საგადასახადო რეფორმის დარგზე გავრცელებას ითხოვს

სადაზღვევო ინდუსტრია საგადასახადო რეფორმის დარგზე გავრცელებას ითხოვს
სადაზღვევო ინდუსტრია საგადასახადო შეღავათების დარგზე გავრცელებას ითხოვს. "საქართველოს სადაზღვეო კომპანიების ასოციაციის" თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" აცხადებს, რომ ინდუსტრია რეფორმის პირველივე ეტაპზე უნდა ჩაერთოს.
 
"ჩვენი რეკომენდაცია პირდაპირია - ამ სიკეთეში მონაწილეობა ჩვენც მიგვაღებინონ. ეს ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი თემაა. განსაკუთრებით სადაზღვევო ინდუსტრიისთვის კაპიტალიზაცია უმნიშვნელოვანესია. ესტონური მოდელიდან ჩვენ ბანკებთან და საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად პროექტის პირველ ნაწილში გამოგვრიცხეს. ახლა ყველა ინდუსტრია მთავრობას ცალ-ცალკე ესაუბრება და უსაბუთებს, რომ პირველივე ეტაპზე უნდა იყოს ჩართული. ჩვენც მოვიტანთ იმ დასაბუთებებს, რომ ჩვენი ჩართვა არა ორი წლის შემდეგ მოხდეს, არამედ პირველ ეტაპზევე. ამის არგუმენტები ძალიან ბევრია. მაგლაითად, არგუმენტია ის, რომ წელს უკვე ჩვენი მინიმალური კაპიტალიზაციის მოთხოვნები ორჯერ გაიზარდა, ანუ კომპანიებმა მნიშვნელოვანი დამატებითი რესურსი უნდა მოიტანონ. გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის სისტემა შემოდის, რაც დამატებით ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

რაც მთავარია, ჩვენ მომავალ ორ წელიწადში, ავტომფლებელთა პასუხისმგებლობის შემოღებას ველით, რომელსაც დამატებითი ფინანსური რესურსი დასჭირდება. ამიტომ ჩვენ მთავრობას არგუმენტებით ავუხსნით, რომ ეს ჩვენი ინდუსტრიის შემთხვევაში ახლავეა გასაკეთებელი. ძალიან ბბევრი ტექნიკური არგუმენტია", - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცვლილების ძირითადი ნაწილი ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში. რეფორმის განხორციელების პირველ ეტაპზე ის ბანკებზე, მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებსა და სადაზღვევო სექტორზე არ გავრცელდება. 


19.აგვისტო.2019 19:16
13788

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
15.ივნისი.2019 11:20
3417

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1181

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
468

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
534

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
715

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად