მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სად წავა წყალი - ტურბინას გაივლის და ისევ კალაპოტში ჩადის... არც პანკისის ხეობას ემუქრება საფრთხე"

5cbe13fb7ecb7
თამუნა ქემერტელიძე
23.04.19 00:01
1964
„პატარა ჰესის მშენებლობლობის შემთხვევაში, ძალიან ცუდად უნდა მოიქცე, რომ გარემო დააზიანო“, - ამის შესახებ Bm.ge-ის ენერგეტიკოსმა არჩილ მამათელაშვილმა პანკისის ხეობაში „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის დაწყების გამო შექმნილი ვითარების კომენტირებისას განუცხადა.

მამათელაშვილის თქმით, „ჰესის აშენება არააა დიდი ტრაგედია და იგივე პანკისის შემთხვევაში, შეუძლებელია მსგავსი მცირე ჰესის მშენებლობით გარემო დაზიანო“.
“იმ ადამიანმა არ იცის, ვიღაც ატყუებს, რომ მას წყალი აღარ ექნება, სად წავა წყალი იმ ტურბინას გაივლის და ისევ კალაპოტში ჩადის. არაფერი წყალი იქ არ იკარგება და ამით არც ხეობას ემუქრება რაიმე საფრთხე. ამ ხალხს ნდობა უნდა გაუჩნდეს. შეიძლება ყველაფერი ერთად დაგროვდა და ჰესი უკვე ბოლო წვეთი იყო. ყველაფერს აქვს თავისი ფასი, თუ ჰესები არ აშენდება, უბრალოდ ვეღარ განვითარდებით”, -აცხადებს მამათელშვილი და მაგალითისთვის ნორვეგიას იშველიებს, სადაც ამ დროის მონაცემებით, 5 ათასი ჰიდროელექტროსადგურია.

“მაგალითისთვის რომ გითხრათ, ნორვეგიაში 5 ათასი ჰიდროელექტროსადგურია; უბრალოდ, უნდა დავიცვათ წესები, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული. ასეთ დროს კი, ბუნებას არანაირ საფრთხეს არ ვაყენებთ. ნორვეგიას, აქვს დიდი რაოდენობის თბოსადგურები - გაზი, ნავთობი, მაგრამ მაინც ჰიდროს იყენებენ”, - აცხადებს ენერგეტიკოსი.

მისივე თქმით, დღეს საზოგადოებაში ცნობიერების პრობლემაა და მოსახლეობას ვინმემ, ოღონდ არა - პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა, უნდა აუხსნას ჰესის საფრთხეები და მნიშვნელობა.