მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სად უნდა წავიდეთ" - Bloomberg-ი საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

5d122191ee288
მიხეილ ხაჩიძე
25.06.19 18:00
2344


„სად უნდა წავიდეთ“ - ამ სათაურით Bloomberg-ი საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

"უძველესი აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე მდებარე ქვეყანა აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებს. საქართველო ვიზიტორებს მრავალფეროვან და დაუვიწყარ თავგადასავლებს სთავაზობს" - ასე იწყებს საქართველოზე თხრობას დასპონსორებული სტატიის ავტორი ჯოანა ფეიტონი.





ცნობილი მედიაპორტალი  მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს აღწერს, ჰყვება ტურისტული ატრაქციონების, ტრადიციების, კერძებისა და ღვინის შესახებაც. აქვეყნებს მრავალფეროვან ფოტო-მასალასაც. ჟურნალისტი განსაკუთრებული ყურადღებას ქართულ ღვინის ისტორიასა და დამზადების წესებზე ამახვილებს. მოქალაქეებს ხაჭაპურის, ხინკლისა და სხვა ქართული კერძების აუცილებლად დაგემოვნებისკენ მოუწოებს. 

„საქართველოში ყოველწლიურად 150 მილიონი ლიტრი ღვინო იწარმოება, ამ ქვეყანაში ვაზის 500-ზე მეტი სახეობაა. კლიმატური პირობებით, მთებით, ბუნებრივი წყლებით და მინერალებით მდიდარი მდინარეებით გარშემორტყმული ვენახები ქართულ ღვინოს განსაკუთრებულ სიწმინდეს ანიჭებენ. ქვევრი კი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული, როგორც ღვინის დამზადების უწყვეტი ტრადიცია“, - წერს ჟურნალისტი.

  

დასპონსორებულ სტატიაში საქართველოს ტურისტული ქალაქებიც არის აღწერილი. ჟურნალისტი ამბობს, რომ ბათუმი ეს არის საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი მოდური კაფე-ბარებით, ძველი შენობებით, სადაც მდებარეობს ევროპის მოედანი, თანამედროვე ანბანის კოშკი, ალი და ნინოს ძეგლი და ა.შ.




"მცხეთა UNESCO-ს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ადგილად არის გამოცხადებული. აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოს ყოფილი დედაქალაქი გარშემორტყმულია უძველესი ციხე-სიმაგრეებითა და მონასტრებით“,  - აღნიშნავს ჟურნალისტი.  





სტატიის ავტორი ყვება, რომ სამხრეთ კავკასიონის კალთებზე ტურისტებს ლაგოდეხის ეროვნულ პარკში შეუძლიათ ლაშქრობა. მოგზაურები უნდა ეწვიონ თვალწარმტაც ქუთაისს, უმშვენიერეს თბილისს, რომელიც გამორჩეულია ღამის ცხოვრებით და მდიდარი კულტურით.

"თქვენს სამოგზაურო სიაში უნდა მოხვდეს ვარძია, ეს არის ქალაქი გამოქვაბულში. ასევე, გერგეთის სამება - მყინვარწვერთან მდებარე ტაძარი. ეს არის ადგილი, რომელიც ქვეყნის მდიდარი ლანდშაფტის დინამიკურ სილუეტს ქმნის“, - აღნიშნულია სტატიაში.