მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად გააგრძელებს საქმიანობას სერგეენკო, ცნობილია

5d08a27c79209
თელარა გელანტია
18.06.19 12:32
10875
დავით სერგეენკო საქმიანობას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გააგრძელებს.

ახალი პოზიცია ჯერ დაზუსტებული არაა, მაგრამ სავარაუდოდ, სერგეენკო პრემიერის კონსულტანტი იქნება.

bm.ge-ის ინფორმაციით, მან პარტია "ქართული ოცნების"  თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიაში ჩასმის დაპირებაც მიიღო.

ცნობისთვის: დღეს, 14:00 საათზე პრემიერი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს, სადაც ის საკადრო ცვლილების შესახებ ოფიციალურად განაცხადებს.

bm.ge-ის ინფორმაციითვე, დავით სერგეენკოს მინისტრის პოსტზე საჩხერის რაიონული საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე ჩაანაცვლებს.

ტიკარაძე საჩხერის საავდმყოფოში 2009 წლიდან მუშაობს. 2015 წელს კი, ის დირექტორის პოსტზე თავად სერგეენკომ წარადგინა.

შეგახსენებთ, 2012 წლამდე, დავით სერგეენკოც საჩხერის რაიონული საავადმყოფოს გენერალური დირექტორი იყო.