12.ივლისი.2019 10:27
ეკონომიკა

სად აპირებენ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის ინვესტირებას?

სად აპირებენ საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის ინვესტირებას?
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრი დავით წიკლაური აცხადებს, რომ საპენსიო სისტემაში აკუმულირებული თანხების ინვესტირებისთვის კანონით სამი პორტფელია გათვალისწინებული: დაბალრისკიანი, საშუალო და მაღალი. ასევე, დადგენილია გარკვეული ზღვრები, რაც განთვალისწინებული უნდა იყოს საპენსიო თანხების ინვესტიციისას.

კანონის თანახმად, პირველი ხუთი წელი საინვესტიციო თანხების უმეტესობა დაბალრისკიან პორტფელში უნდა განთავსდეს. საინვესტიციო საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი ამბობს, რომ ამ დროისათვის საბჭო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი კანონის შეზღუდვებზე დაფუძნებული კონკრეტული პროცედურები და ლიმიტები, იგულისხმება რეიტინგის ლიმიტები, რისკის ლიმიტები, და ა.შ.

“საქართველოს ბაზარზე, ქართული კომპანიების და მათ შორის მთავრობის მიერ გამოშვებული 10 მილიარდი ლარის ფასიანი ქაღალდია. ეს მოიცავს როგორც დოლარში, ასევე ლარში ემიტირებულ ქაღალდს. ამ ათი მილიარდიდან დაახლოებით სამი მილიარდია სახაზინო ვალდებულებები. რა თქმა უნდა, არის სხვა ქაღალდიც, მაგ. ბანკების მიერ ემიტირებული ქაღალდი, არის ქართული კომპანიების მიერ ემიტირებული ფასიანი ქაღალდი და არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ემიტირებული ლარში დენომინირებული ბონდებიც. იმის გათვალისწინებით, რომ წლის ბოლოსკენ საპენსიო ფონდში დაახლოებით 600-700 მილიონი ლარის აკუმულირება მოხდება, ვფიქრობ მისი განთავსება სავსებით შესაძლებელია არსებულ ობლიგაციებში. რაც შეეხება ბაზარს - 10 მილიარდი ლარი უკვე არსებული ბაზარია და ეს არსებული ბაზარიც იზრდება, ბაზრის თითოეული კომპონენტიც იზრდება," - განმარტავს დავით წიკლაური.

23.ივლისი.2019 00:05
29

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
84

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
732

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
136

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
564

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
242

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად