25.აგვისტო .2019 16:34

საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

views 3534
უკან

საბერძნეთში საქართველოს საელჩო ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ინტერნეტ–გამოცემების მიერ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელების ფაქტებთან დაკავშირებით, საბერძნეთში მაცხოვრებელ ქართველებს აფრთხილებს. განცხადებას BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

"უკანასკნელ პერიოდში გახშირდა საბერძნეთში მოქმედი საეჭვო ინტერნეტ–წყაროების საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელების ფაქტები.

ჩვენთვის სრულიად გასაგებია ქართული ემიგრაციის აღშფოთება და წუხილი მსგავსი სახის დეზინფორმაციული ცნობების მიმართ, ვინაიდან ისინი ემსახურებიან არა საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებას, არამედ საბერძნეთში მცხოვრები ქართველების ყურადღების მიპყრობას ე.წ "სკანდალური", სინამდვილეში კი ნეგატიური და რაც მთავარია, ცრუ შინაარსის ამბებით.

ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩო, უწყვეტ რეჟიმში, კავშირზეა საბერძნეთის სამართალდამცავ, სახანძრო, სამაშველო, სხვა შესაბამის სამსახურებთან, ასევე შესაბამის სამინისტროებთან და საბერძნეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან.

შესაბამისად, საელჩოს ოფიციალური ინტერნეტ–გვერდების მეშვეობით, თქვენ, ტრადიციულად, დროულად იქნებით ინფორმირებული საბერძნეთში განვითარებული ყველა იმ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ჩვენს ქვეყანას შეიძლება უკავშირდებოდეს.

მოგიწოდებთ, ნუ შეუწყობთ ხელს, დაინტერესებული წყაროების მიერ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის გავრცელებას და გთხოვთ, თვალი ადევნოთ საელჩოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ და გადამოწმებულ ინფორმაციებს", – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა