მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო სფეროში ნაკლები ზრდაა, თუმცა ბევრად უფრო სტაბილურია საბანკო სისტემა"

5d11bc7da1ca8
სალომე მეცხვარიშვილი
25.06.19 10:16
1294
„საბანკო სფეროში ნაკლები ზრდაა, თუმცა - ბევრად უფრო სტაბილური საბანკო სისტემა“, - ასე პასუხობს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ჟურნალისტის შეკითხვას საბანკო რეგულაციების შესაძლო გადახედვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ 13 ივნისს დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან შეხვედრისას საბანკო რეგულაციების შეცვლა დაანონსა.

„ეს პრობლემა არაერთხელ იქნა დაყენებული სამშენებლო სექტორის მხრიდან ჩვენთან შეხვედრაზე. იყო შეხვედრა ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან პრემიერის ხელმძღვანელობით.დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში შეიცვლება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ პრობლემა არის ამ მიმართულებით... ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, ამ სექტორს. მხედველობაში მაქვს დეველოპერები, სამშენებლო სექტორი. შესაბამისად, ცვლილებების განხორციელება აუცილებლად მოგვიწევს“, - აცხადებს კალაძე.

ცნობისთვის: საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, კრედიტის გაცემის პირობების გამკაცრებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაწია კრედიტის ზრდის ტემპი მდგრად დონემდე.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეოთხე მიმოხილვასთან დაკავშირებით სსფ-ის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ რელიზშია აღნიშნული, რომელიც 20 ივნისს გამოქვეყნდა.