25.ნოემბერი .2015 15:29

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 49.4 მილიონი ლარით გაიზარდა

views 1100
უკან

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი ნოემბრისათვის 13.9 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 49.4 მლნ ლარით ანუ 0.4 პროცენტით მეტია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ოქტომბერში დეპოზიტების მოცულობა 0.1 პროცენტით შემცირდა). ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 89.0 მლნ ლარით ანუ 1.2 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 39.7 მლნ ლარით, ანუ 0.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირებამ 1.0 პროცენტი შეადგინა).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 31.14 პროცენტი შეადგინა - პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით 0.80 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.65 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.1 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.9 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.2 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.0 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.6 პროცენტი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა