მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საბანკო რეგულაციების გამო, ტურ-პაკეტებზე ჯავშნების რაოდენობამ იკლო"

5ce5603599b3e
მარიამ ადამია
22.05.19 21:50
962
„საბანკო რეგულაციებმა იმოქმედა ტურიზმის სექტორზე და შეამცირა ტურებზე ჯავშნების რაოდენობა“, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ კომპანია PEGAS Touristik-ის კომერციულმა დირექტორმა სალომე ბერაიამ განაცხადა.

მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ კლიენტების უმრავლესობას კარგი ხელფასი აქვს და გადახდისუნარიანები არიან, რეგულაციების გამო, ბანკები გავნადებებს ვერ უმტკიცებენ.

„საბანკო რეგულაციები ხელს უშლის ადამიანებს მოგზაურობაში, რადგან გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვთ გარკვეული სასესხო ვალდებულებები, განვადებაზე ლიმიტი აქვთ დაბალი და ხშირ შემთხვევაში 800-1000 ლარზე მეტს არ უდასტურებენ, რაც მიზერული თანხაა იმისთვის, რომ ოჯახმა დაისვენოს ან იყიდოს საგზური, ამიტომაც გასულ წელთან შედარებით, წელს თითქმის არ გვაქვს განვადებით გაყიდული ტურ-პაკეტები. შესაბამისად, შემცირდა მომხმარებელთა რაოდენობაც“, - განაცხადა სალომე ბერაიამ.

PEGAS Touristik-ის კომერციული დირექტორის თქმით, ადამიანებს არ აქვთ ერთიანი თანხა, რომ დაფარონ სრულად ტურის ღირებულება, ამიტომ აგრძელებენ თანხის დაგროვებას, რაც შეიძლება წლები გაგრძელდეს და საბოლოოდ გამოდის, რომ ქართველები ისე აქტიურად ვეღარ მოგზაურობენ, როგორც მაგალითად, წინა წლებში.

„რაც შეეხება ფასების დინამიკას, 2019 წელს, 20%-25%-ით მომატებულია ტურების ღირებულება ყველა მიმართულებაზე, რაც მსოფლიოში არსებულმა ეკონომიკურმა ცვლილებებმა განაპირობა, თუმცა რეალურად, ღირებულების მატებას გაყიდვები არ შეუმცირებია; ერთადერთი ფაქტორი, რაც აფერხებს კლიენტებს, ეს არის საბანკო რეგულაციები“, - აღნიშნა სალომე ბერაიამ.