მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბანკო რეგულაციები, საპენსიო რეფორმა და ა.შ. - დღეს, პარლამენტში ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ

5cbe013e2eed9
თელარა გელანტია
23.04.19 09:20
763
დღეს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მოსმენა გაიმართება.

მინისტრს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე ელოდებიან.

როგორც პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ფინანსთა მინისტრი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო ფრაქციებმა - „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დაიბარეს.

„საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის საკომიტეტო მოსმენა კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციების, საპენსიო რეფორმის, საგადასახადო წნეხის ზრდის, შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული პირების რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.