მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საათები, კოსმეტიკა, მობილური ტელეფონი - სარფში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

5d359fb9081f8
თელარა გელანტია
22.07.19 16:30
1035

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ხ.მ-ს, ფიზიკური და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა სახეობის საათი (104 ცალი), კოსმეტიკური სახის საცხი (14 ცალი) და მობილური ტელეფონი (1 ცალი) აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,711.88 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3,711.88 ლარის ოდენობით შეეფარდა.