24.აგვისტო .2019 16:50

Ryanair–ის პილოტები გაფიცვას გეგმავენ

views 2031
უკან

დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავია-კომპანია Ryanair–ის პილოტებმა გაფიცვა დაანონსეს. ბრიტანეთის ავიაკომპანიების პილოტთა ასოციაციის ცნობით, კომპანიაში დასაქმებული მფრინავები სამუშაო პირობებს, დაბალ ხელფასებსა და საპენსიო განაკვეთს აპროტესტებენ.

პროფკავშირის ცნობით, გაფიცვის მეორე ეტაპი 2-4 სექტემბერს გაიმართება. შედეგად, ავიაკომპანიის ათობით რეისი გაუქმდება და გადაიდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, Ryanair–ის პილოტების გაფიცვის შედეგად ევროპის ასობით აეროპორტში ფრენები ჩავარდა.

"ძალიან ვწუხვართ, რომ პროფკავშირებმა ახალი გაფიცვა დაანონსა. ეს აქცია ჩვენი კლიენტების სამოგზაურო გეგმებს საფრთხეს უქმნის", - ნათქვამია Ryanair-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ Ryanair-მა საქართველოში შემოსვლაზე განაცხადა. კონცერნი 2019 წლის 6 ნოემბრიდან პირველ ფრენებს საქართველოდან საფრანგეთსა და იტალიაში განახორციელებს. სამომავლოდ კი გაფართოებასაც გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა