აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ავიაკომპანია Ryanair-თან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ერთ კვირაში გერმანიაში გაიმართება.
როგორც bm.ge-ის ჩოგოვაძემ განუცხადა, გერმანიაში 9 აპრილს გაემგზავრება.
მისი პროგნოზით, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის ირლანდიური კომპანია საქართველოში შემოვა და სხვადასხვა მიმართულებით რეგულარულ პირდაპირ რეისებს დაიწყებს.
„მოლაპარაკებები განახლებულია და ის უკვე აქტიურ ფაზაშია. ჩვენ სწორედ ამ მიზნით ვგეგმავთ ერთ კვირაში გერმანიაში ვიზიტს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და იმედი გვაქვს, პროცესები დაჩქარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოში დაიწყებს ოპერირებას“, - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის თებერვალში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ, ავიაკომპანია Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება ეკონომიკისთვის არახელსაყრელი იყო, რადგანაც კომპანია სახელმწიფოსგან თითოეულ გადაყვანილ მგზავრზე 75 ევროს სუბსიდიას ითხოვდა.
„Ryanair-ს რაც შეეხება, მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც ადრე იყო ჩვენც გვსმენია, მაგრამ არ იყო ის ხელსაყრელი, რადაგანაც ავიაკომპანია მგზავრზე 75 ევროს სუბსიდიას ითხოვდა საქართველოს სახელმწიფოსგან, რისი განხორციელებაც ვფიქრობთ, რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება. შესაბამისად, ჩვენ ვანახლებთ მოლაპარაკებებს,"- განაცხადა საღინაშვილმა.
მაშინ მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას არასწორი უწოდა პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა. დეპუტატი წინა ხელისუფლების პერიოდში ქუთაისის აეროპორტის განვითარების პროექტში იყო ჩართული და საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებაც იყო ინფორმირებული.
მისი თქმით, Ryanair-ს სუბსიდიის მსგავსი ოდენობა არ დაუსახელებია.
“საერთოდ ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაცია თავის დროზე სწორედ რაინეარის შემოსაყვანად გადაწყდა. იმ ხედვით და გეგმით რაც არსებობდა, აეროპორტის მგზავრთა ნაკადი 2 მილიონს დიდი ხნის წინ უნდა გადამცდარიყო. იმ მასშტაბის მიმოსვლა ევროკავშირთან რა მასშტაბსაც მოიტანდა რაინეარის ამუშავება - რაც ამჟამინდელ ნაკადზე 5-ჯერ მეტია - დასავლეთ საქართველოს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური რეალობისთვის უდიდესი სტიმული იქნებოდა. იმის თქმა რომ რაინეარი მგზავრში 75 ევროს ითხოვდა სრული სიცრუეა,”- განუცხადა BM.Ge-ის კანდელაკმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი