18.თებერვალი .2016 19:12

RYANAIR-ის დირექტორმა ქუთაისის აეროპორტისა და ნავიგაციის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

views 1134
უკან

ავიაკომპანია RYANAIR-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ობრაიენმა, ავიაკომპანიის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა და იქ არსებულ მდგომარეობს გაეცნო. მან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორთან, ქეთევან ალექსიძესთან ერთად დაათვალიერა აეროპორტისა და ნავიგაციის ინფრასტრუქტურა, ხოლო ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე შეაფასა აეროპორტის ტექნიკური აღჭურვილობა და მიწისზედა მომსახურებისთვის აუცილებელი სპეცტექნიკა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ასევე განხილული იქნა აეროპორტის ოპერირების პროცესები და იქ არსებული მდგომარეობა.
 
ავიაკომპანია RYANAIR-ის კომერციული დირექტორის დევიდ ობრაიენის განცხადებით, მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქუთაისის აეროპორტმა იქ არსებული ინფრასტუქტურითა და ოპერირების მაღალი სტანდარტით. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ კარგი სამუშაო გასწია ქუთაისის აეროპორტის განვითარების მიმართულებით.

დევიდ ობრაიენის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ავიაკომპანია გაფართოვდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მიმართულებით, რამაც ის კიდევ უფრო დააახლოვა საქართველოს. მისი თქმით, ახლოსაა ის დრო, როდესაც RYANAIR შეიძლება იყოს საქართველოში წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა