მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ryanair-ი ფრენების რაოდენობას ამცირებს

5d57132035c4c
მარიამ ადამია
18.08.19 11:40
1458
მიუხედავად ცხელი და ტურისტულად დატვირთული ზაფხულისა, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი რეისების რაოდენობას ამცირებს, მიზეზად კი, ტექნიკური ხარვეზი სახელდება, რომლის თანახმადაც, თვითმფრინავი Boeing 737 MAX შესაკეთებელია;

ავიამწარმოებელი ვადებში ვერ ეტევა და აგვიანებს მოწოდებას, შესაბამისად, ავიაკომპანია მგზავრთნაკადს ვეღარ უმკლავდება და მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ფრენები დროებით შეამციროს.

როგორც „რაინეარის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ფრენები აღდგება აუცილებლად, თუმცა მხოლოდ 2020 წლიდან; ამ გადაწყვეტილებას კი, მოჰყვება თავად პერსონალის შემცირებაც და ასევე ავიაკომპანია სხვადასხვა აეროპორტში ოპერირებაზეც უარს იტყვის.

ამის შესახებ Ryanair-ის დირექტორმა მაიკლ ო ლირიმ „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა.

“ჩვენ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ავიაპარკს 135 უნიკალური დიზაინის მქონე თვითმფრინავს შევმატებთ და მსგავსი ტექნიკური პრობლემა აღარ განმეორდება, თუმცა დროებით ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ და „რაინეარი“ ამცირებს ფრენებს“, - აღნიშნა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

ინფორმაციისთვის: ლაინერით - Boeing 737 MAX -ით ფრენა ჯერ კიდევ შეზღუდულია მსოფლიოში იმ ორი კატასტროფის შემდეგ, რომლებიც ინდონეზიასა და ეთიოპიაში მოხდა და რომლის შედეგადაც ჯამში, 346 ადამიანი დაიღუპა. დღევანდელი მდგომარეობით კი, ავიალაინერის ხუთი ტექნიკური პრობლემა და დეფექტი გამოიკვეთა, რომლის შეკეთებაზეც მუშაობენ პროფესიონალები და სავარაუდოდ, სექტემბერში ფრენისთვის მზად იქნება.