11.სექტემბერი .2019 12:15

რუხის სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა - პროექტის ღირებულება 41 მილიონია

views 498
უკან

სოფელ რუხში მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა და გარე პერიმეტრის დასუფთავების სამუშაოები.

როგორვ bm.ge-ის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კლინიკაში მოეწყო აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა. დასრულებულია დამხმარე ნაგებობების, სამრეცხაო და სასადილო კომპლექსის მშენებლობა, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო ავტოსადგომები და შიდა გზები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 41 მლნ ლარია.

„პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ადგილმდებარეობის თვალსაზრისით. ამოქმედების შემდეგ, საავადმყოფო რეგიონისა და აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებს მოემსახურება. კლინიკა 220 საწოლზეა გათვლილი. სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის იფუნქციონირებს 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი.

კლინიკის სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ შეასრულა. შეფასების პროცედურის დასრულების შემდეგ, ობიექტი ოპერირებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა