16.აპრილი .2016 15:21

რუხი მოლში ჰიპერმარკეტი "ლიბრე" გაიხსნა

views 1944
უკან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, "რუხ მოლში“ "ნიკორა ტრეიდის“ შვილობილი ჰიპერმარკეტი „ლიბრე“ გაიხსნა. ახალია ჰიპერმარკეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ გახსნეს.
 
„ლიბრე” არის ჰიპერმარკეტების ქსელი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე მოთხოვნად პირველადი მოხმარების პროდუქტებს. სავაჭრო ცენტრი 2000-მდე კვადრატზეა განთავსებული, ამ ეტაპისთვის კი დასაქმებულია 30-მდე ადგილობრივი მცხოვრები.

გახსნის ცერემონიალს გუბერნატორთან, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილესთან და ზუგდიდის გამგებელთან ერთად, გუბერნატორის მოადგილე, ზუგდიდის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა