23.ივნისი .2019 12:15

რუსული "ტურისტული ემბარგო" - "დიდი ხნის განმავლობაში პირველად, მთავრობა და კერძო სექტორი ერთად მუშაობს"

views 1827
უკან

“ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველად, მთავრობა და კერძო სექტორი ერთად მუშაობს”,- ამის შესახებ “ჰორეკა ჯორჯიას” ხელმძღვანელიმა შალვა ალავერდაშვილმა გადაცემა “ფორბს კვირაში” სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მხარეები მუშაობენ და მსჯელობენ, როგორ გაუმკლავდეს ქვეყანა რუსეთის “ტურისტულ ემბარგოს”.

შალვა ალავერდაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრა სასტუმროების წარმომადგენლებს შორის, ორშაბათს, 24 ივნისს, 14:00 საათზე სასტუმრო ციტრუსში გაიმართება.

“ჩვენ ჩვენს წინადადებას შევთავაზებთ მთავრობას, ერთად მოვიფიქრებთ, რა გავაკეთოთ, რითი ვუშველოთ თავს”,- აცხადებს ალავერდაშვილი.

კითხვაზე, რას ნიშნავს საქართველო რუსი ტურისტების გარეშე, ის პასუხობს, რომ ქვეყანა სულ უფრო ორიენტირებულია ახალი ბაზრების ათვისებაზე.

“ვცდილობთ, მეტი ბაზრის დივერსიფიკაცია მოვახდინოთ, ბოლო პერიოდში 20 სასტუმრო ვიყავით წასული ტაშკენტში. ახალი ფრენები იწყება და დიდი იმედი მაქვს, ეს ბაზარი გაიხსნება. კორეა საკმაოდ აქტიურია და ყოველდღე ემატება კორეიდან ტურისტების რაოდენობა. დიდი მუშაობა მიდის ევროპასთან, ნორვეგიასთან, საიდანაც პირველი ტურისტული ნაკადები უკვე მივიღეთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გერმანიის როლი. შარშან საკმაოდ დიდი რაოდენობა შემოვიდა ამ ქვეყნიდან და წელს შემოსულთა რაოდენობა, უკვე თითქმის შარშანდელის ტოლია”,- აცხადებს ალავერდაშვილი.