24.ნოემბერი .2015 18:28

რუსული რუბლი დოლარისა და ევროს მიმართ გაუფასურებას განაგრძობს

views 1506
უკან

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და იორდანიის მეფის, აბდულა II-ის შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საფონდო ბირჟის ინდექსი დაეცა, - წერს რუსული გამოცემა Gazeta.ru. მოსკოვის ბირჟის ინდექსი, 2,9 პროცენტით, 1813,9 პუნქტამდე შემცირდა.

გაუფასურება განიცადა რუსულმა რუბლმაც. დოლარმა კვლავ გადააჭარბა 66 რუბლს, ხოლო ევროს ღირებულებამ 70 რუბლს. კერძოდ, დოლარის ფასი 75 კაპიკით, 66,095 რუბლამდე გაიზარდა, ხოლო ევროს ფასი 1,06 რუბლით გაიზარდა და 70,437 რუბლი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა თურქეთი ტერორისტების დახმარებაში დაადანაშაულა, ხოლო სუ-24-ის აფეთქების ფაქტს "ზურგში დარტყმა" უწოდა.