აშშ დოლარის კურსმა რუსული რუბლის მიმართ დღეს 75 რუბლის ნიშნულს მიაღწია და ეს 2014 წლის დეკემბრის შემდეგ ამერიკული ვალუტის მაქსიმუმია რუსეთის ეროვნული ვალუტის მიმართ, - წერს Интерфакс-ი მოსკოვის ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით.
დღევანდელ სავაჭრო სესიაზე, ამერიკულმა ვალუტამ 75,1 რუბლსაც კი მიაღწია, რაც წინა საბირჟო ვაჭრობასთან შედარებით 1,78 რუბლით მეტი იყო. ევროს კურსმა კი 80,47 რუბლს მიაღწია (+1,75 რუბლი).
რუსეთის ეროვნული ვალუტის მორიგი მკვეთრი გაუფასურების მიზეზი გახდა ნავთობის ფასის ვარდნა - ბარელი Brent $35-ზე ნაკლები ღირს.