16.დეკემბერი .2015 14:30

რუსული კომპანია სირიის მიმართულებით ტურების დაწყებას გეგმავს

views 1153
უკან

ტურისტებს საშუალება ექნებათ საკუთარი თვალით მოინახულონ ფრონტის ხაზი. რუსულიკომპანია "მეგაპოლისი" სირიაში ტურების წამოწყებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც რუს ტურისტებს ფრონტის ხაზზე „მოგზაურობის“ საშუალებაც ექნებათ. გამოცემა "ნოვაიაგაზეტას" ცნობით, კომპანიამ უკვე მიმართა "როსპატენტს", რათა შესაბამისი სავაჭრო ნიშანი "ასადტური" დაარეგისტრიროს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, იგეგმება ინივიდუალური ტურები, რომელიც 4-5 დღის განმავლობაში გასტანს. ტურები მაქსიმუმ 5-კაციან ჯგუფზეა გათვლილი. კომპანია „მეგაპოლისის“ წარმომადგენლის განცხადებით, მსურველებს სირიაში მოგზაურობა 1 500 დოლარი დაუჯდებათ. თანხაში შედის სამგზავრო ბილეთი და სასტუმროს ხარჯები.