მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსულ საკრედიტო ორგანიზაციებს მოგება სამჯერ შეუმცირდათ

56a8627c45f9d
BM.GE
27.01.16 10:20
1238
2015 წელს რუსეთის საკრედიტო ორგანიზაციებმა 192 მილიარდი რუბლის ოდენობის მოგება მიიღეს რაც წინა წლის მოგებასთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 589 მილიარდი რუბლი იყო. საბანკო აქტივების მოცულობა გასულ წელს 6,9%-ით გაიზარდა და 83 ტრილიონი რუბლი გახდა. 2015 წელს ბანკებმა კრედიტები ფინანსური და არაფინანსური ორგანიზაციებისთვის ჯამში 43 ტრილიონ 985 მილიარდი რუბლი გასცეს. ამ მონაცემმა 2014 წლის მაჩვენებელს 7,6%-ით გადააჭარბა. 2015 წელს ბანკებმა არაფინანსური ორგანიზაციების დაკრედიტება 12,7% -ით გაიზარდეს, ფიზიკური პირების კი შემცირდა 5,7%-ით, - 10 ტრილიონ 686 მილიარდ რუბლამდე.