16.მაისი.2019 12:35
ეკონომიკა

„რუსთავის ფოლადის" 60-მდე გაფიცული თანამშრომელი ხელფასის გაზრდას ითხოვს

„რუსთავის ფოლადის" 60-მდე გაფიცული თანამშრომელი ხელფასის გაზრდას ითხოვს
„რუსთავის ფოლადის“ ქარხნის დირექცია ხვალ, დღის პირველ ნახევარში წვრილსორტული საამქროს გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდება, სადაც ორ მხარეს შორის ხელფასის გადახედვა განიხილება.

როგორც BM.GE-ს „რუსთავის ფოლადის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, არჩილ მელიქიძემ განუცხადა, მისთვის უცნობია 60-მდე გაფიცული თანამშრომელი ხელფასის რა რაოდენობით ზრდას ითხოვს.

„აქციების მოწყობა და გაგრძელება მათი უფლებაა, თავად გადაწყვიტონ. ჩვენ გაფიცულების მოთხოვნები, მათ შორის ხელფასის გაზრდაზე მოვისმინეთ. ახლა ამ მოთხოვნებს შევისწავლით და კონკრეტულად რის დაკმაყოფილებას შევძლებთ, ხვალ საკონფერენციო დარბაზში ვუპასუხებთ. ჩვენ მათთან კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, უბრალოდ ახლა კონკრეტულ პასუხს ვერ გავცემთ,“ - განაცხადა მელიქიძემ.

მისივე განმარტებით, გაფიცულებს თანამშრომელთა მცირე ნაწილი შეადგენს და ქარხანა მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობს.

როგორც ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილემ BM.GE-სთან საუბრისას განმარტა, „რუსთავის ფოლადის“ ქარხნის 1 500-მდე თანამშრომლის საშუალო ხელფასი 1 000 ლარს შეადგენს. როგორც არჩილ მელიქიძე აღნიშნავს, ხელფასის გარდა მათ ანაზღაურების სხვა პაკეტიც აქვთ: სამედიცინო დაზღვევა, უფასო კვება და სპეციალური ტანსაცმელი, რომელიც უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

ცნობისთვის, „რუსთავის ფოლადის" წვრილსორტული საამქროს გაფიცულმა თანამშრომლებმა ქარხნის დირექციას ხელფასების გაზრდის და სამუშაოს პირობების გაუმჯობესების მიზნით დღეს დილით მიმართეს.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

26.მაისი.2019 22:03
69

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
226

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
152

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
500

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
141

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად
26.მაისი.2019 18:50
517

ქალაქები, სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მაღალია

ვრცლად