მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთში ჩვენს მეზობელ ტერიტორიაზე იყიდება ხორბალი, რომელიც არ არის ბოლომდე ლეგალური"

5d062eb6da6e4
შოთა ტყეშელაშვილი
16.06.19 18:09
1659
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, გადაცემა Forbes-ის კვირის ეთერში განაცხადა, რომ ხორბალი, რომელიც რუსეთის ფედერაციის საქართველოს მომიჯნავე ტერიტორიებზე იყიდება,ხშირ შემთხვევაში “ბოლომდე ლეგალური” არაა. 

მინისტრის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე იყიდება ხორბალი, რომელიც სრულად არ იბეგრება.

“ჩვენს მოსაზღვრე ტერიტორიაზე რუსეთში, იყიდება ხორბალი, რომელიც არ იბეგრება სრულად და არ არის ბოლომდე ლეგალური,” - ამბობს მაჭავარიანი.

მინისტრის თქმით, ამის მიუხედავად, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, სახმელეთო გზით ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვა შეჩერებულია და მისი ამოქმედება არ იგეგმება.

მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს დღევანდელ მთავრობას “ხელების გადაგრეხვის” პოლიტიკით საუბარი არ სჩვევია.

“რაც შეეხება ხორბლის გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში პირდაპირი ფუნქცია ფინანსთა სამინისტროსი არ იყო, მოდით, ასე ვთქვათ. ზოგადად ჩაითვალა ეკონომიკური გუნდის მიერ რომ შემოდიოდა ხორბალი უკონტროლოდ - რას ნიშნავს ეს, მანქანებით შემოტანილი ხობლის ხარისხიც, მათი ფიტო-სანიტარული მდგომარეობაც, სურსათის უვნებლობის კუთხით, იყო კითხვის ნიშნის ქვეშ.

ამის გარდა, იყო გადატვირთული გზები, რეალურად როდესაც დავჯექით და გავიარეთ თუ რა შეიძლება დაჯდეს რკინიგზით ამის ტრანსპორტირება, ამას ხორბლის ფასზე პრაქტიკულად არ უნდა ემოქმედა. გახსოვთ ის პროტესტი, შესაბამისად გავითვალისწინეთ, მე მაშინაც ვთქვი, რომ ჩვენი მთავრობა იმითაც გამოირჩევა, რომ ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას არ ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ მე დღესაც მჯერა, რომ სწორი გზაა ის ნორმატივი არამარტო სურსათის უვნებლობის კუთხით, მეტს გეტყვით, ძალიან საინტერესო მომენტი არის აქ, მანამდე სანამ ავტომობილებით შემოტანა დაიწყებოდა, ეს ბოლო რამოდენიმე წელია დაიწყო, იქამდე ხორბალი ყოველთვის შემოდიოდა რკინიგზით ან ზღვით. ამ პერიოდში ჩვენ დაახლოებით, ნახევარი ხობლის შემოგვდიოდა არა - რუსეთიდან, არამედ ყაზახეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ზუსტად მანქანების შემოსვლის შემდეგ, თითქმის 100% დაჯდა რუსული ხორბალი. ეს ხდება არამარტო იმიტომ, რომ ტრანსპორტირება უფრო იაფია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ მოსაზღვრე ტერიტორიაზე რუსეთში, იყიდება ხორბალი, რომელიც არ იბეგრება სრულად და არ არის ბოლომდე ლეგალური.

რაც შეეხება ბრძანებას, ის შეჩერებულია. ჩვენ არ ვაპირებთ ხელების გადაგრეხვით მოქმედებას,”- ამბობს მაჭავარიანი.