28.დეკემბერი .2015 12:36

რუსეთის ექს-ფინანსთა მინისტრი თვლის, რომ ეკონომიკას ფსკერისთვის ჯერ არ მიუღწევია

views 1038
უკან

რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი თვლის, რომ რუსეთის ეკონომიკას პრობლემების პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია, - წერს “ინტერფაქსი’’.
 
„რაღაც პერიოდის წინ, მრავალი ექსპერტი და მათ შორის მეც, ვფიქრობდით, რომ ფსკერს მივაღწიეთ...მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ გარკვეულ გაუარესებებს, რასაც ნოემბერი გვაჩვენებს“, - განაცხადა მან ინტერვიუში.

კუდრინის აზრით, ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია ჯერ არასტაბილურია. „კიდევ ერთი პრობლემა დაემატა - ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა. თუ ფასი ამ დონეზე ნახევარი, ან ერთი წელი შენარჩუნდება, ეკონომიკის ვარდნის გახანგრძლივება გველოდება“, - განაცხადა რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა.

მისი აზრით, მომავალ წელს ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოწვევები ელოდება - შემცირდება სახელმწიფო ხარჯები, რაც გარდაუვალია, რადგან შემოსავლები ნაკლები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა