მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი თურქეთის მიმართ დაწესებული სანქციების ჩამონათვალს გააფართოვებს

56a7076f8458f
BM.GE
26.01.16 09:42
1329
რუსეთი თურქეთის მიმართ დაწესებული სანქციების ჩამონათვალს გააფართოვებს. ინიციატივის შესახებ ვლადიმერ პუტინმა თავად ისაუბრა. მისი თქმით, ახალი შეზღუდვები შეეხებათ მშენებლობის სფეროში ჩართიულებს, რომელშიც ამ დროითვის 50 მილიარდი დოლარის მოცულობის კონტრაქტზე 300 თურქული კომპანია მუშაობს. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სანქციების გაფართოების შედეგად, რუსეთში შესაძლოა 87 ათასი სამუშაო ადგილი გაჩნდეს. "მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გააფორმოს თურქ მშენებლებთან ახალი კონტრაქტები, ეს კი ჩვენ სამშენებლო სექტორს საშუალებას მისცემს, გააფართოოს მუშაობა, რაც კვალიფიციური მუშების საჭიროებას გააჩენს", - განაცხადა პუტინმა.