მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდა, 2019 წელს ზრდა 27.9%-ია

5d09e6fdbb37a
შოთა ტყეშელაშვილი
19.06.19 11:40
2099
რუსეთის ფედერაცია საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. 2019 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ოკუპანტ ქვეყანაში ექსპორტმა 218 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 27.9%-ით მეტია.

რუსეთში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:
  • ფეროშენადნობები - 56 ათასი ტონა, ღირებულება $61.6 მილიონი; 
  • ღვინოები - 16.6 მილიონი ლიტრი, ღირებულება $51 მილიონი; 
  • მინერალური წყლები - 39 მილიონი ლიტრი, ღირებულება $25.7 მილიონი; 
  • ფილტრები, ცენტრიფუგები, აირის ან სითხის საფილტრავი ან გასაწმენდი - $15.7 მილიონი; 
  • სპირტიანი სასმელები - 2.5 მილიონი ლიტრი, ღირებულება $12.2 მილიონი. 
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
  1. რუსეთის ფედერაცია - $218 მილიონი, ზრდა 27.8%; 
  2. აზერბაიჯანი - $168 მილიონი, ზრდა 4%; 
  3. ბულგარეთი - $119 მილიონი, ზრდა 23%; 
  4. სომხეთი - $116 მილიონი, ზრდა 19.9%; 
  5. უკრაინა - $109 მილიონი, ზრდა 78%; 
  6. თურქეთი - $106 მილიონი, კლება 21.9%; 
  7. რუმინეთი - $94 მილიონი, ზრდა 245%; 
  8. ჩინეთი - $49 მილიონი, კლება 16.3%; 
  9. აშშ - $47 მილიონი, კლება 27.6%; 
  10. არაბთა გაერთიანებული საემიროები - $40 მილიონი, ზრდა 166%. 
2019 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $4,95 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი $1,46 მილიარდი აშშ დოლარი იყო (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $3,49 მილიარდი აშშ დოლარი (3.6 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მაისში $2,02 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.