მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი G7-ში ვერ დაბრუნდება

5d5e55ac59379
მიხეილ ხაჩიძე
22.08.19 18:40
1962
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია რუსეთის "დიდ შვიდიანში" დაბრუნების წინააღმდეგნი არიან.

როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, ყირიმის ანექსია და სეპარატისტების მხარდაჭერა რუსეთის G7-ში დაბრუნებას შეუძლებელს ხდის.

G7-ის სამიტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის დაბრუნება გამორიცხა საფრანგეთის პრეზიდენტმაც. ემანუელ მაკრონის თქმით, ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა.

"ვფიქრობ, რუსეთის დაბრუნება პირობების შეუსრულებლად დიდი შვიდეულის სისუტის მაჩვენებელი იქნება და სტრატეგიული შეცდომაც", - განუცხადა მედიას საფრანგეთის პირველმა პირმა.

ცნობისთვის, G7-ში რუსეთის დაბრუნების ინიციატივით აშშ-ის პრეზიდენტი გამოვიდა. რუსეთი G7-დან 2014 წელს უკრაინაში ომისთვის დროებით გააძევეს.