მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთული რელიეფის გამო, ყვარლის რაიონში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი ჩაერთო

5d60da70a3099
BM.GE
24.08.19 10:33
710
ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძარია.

როგორც BM.GE–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლის გავრცელების არეალი ჯერ კიდევ დგინდება.

"ყვარელში მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე–მაშველები, დილიდან დამატებითი ძალები შევიდნენ კერებზე და მუშაობენ. რთული რელიეფის გამო ტექნიკა ადგილზე ვერ მიდის, ამიტომ ცოცხალი ძალით ხდება ქრობა. სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი", – განმარტავენ უწყებაში.