11.თებერვალი .2016 10:32

როვნაგ აბდუალევი: "სოკარი" ტრანსანატოლიურ მილსადენში წილის გაყიდვას არ აპირებს

views 1172
უკან

"სოკარი არ აპირებს ტრანსანატოლიურ მილსადენში თავისი წილი გაყიდოს", - განაცხადა ლოდონში IP Week-ის მიმდინარეობისას აზერბაიჯანული კომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა.
 
2015 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ Socar Turkiye Enerji-ი სოკარისაგან, TANAP-ის წილის 7%-ს შეიძენდა. ამ დროის მონაცემებით, პროექტში აზერბაიჯანული სოკარი 58%-ს ფლობს, 30%-ს თურქული Botas-ი, და 12%-ს ბრიტანული British Petroleum-ი. TANAP-ი განკუთვნილია აზერბაიჯანული საწვავის საბერძნეთისა და ბულგარეთის მისაწოდებლად, რომელიც შაჰ-დენიზის მეშვეობით, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებს გაივლის. მისი გამტარუნარიანობა, საწყის ეტაპზე, წელიწადში 16 მილიარდი კუბომეტრი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა