მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როტშილდებმა კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტი შეიძინეს

5d5bc6e993433
მიხეილ ხაჩიძე
20.08.19 21:00
734

კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტი ნატანიელ როტშილდმა შეიძინა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ტერმინალის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.


როტშილდების დინასტია საბანკო და საინვესტიციო საქმიანობით მე -18 საუკუნის ბოლოდან არის დაკავებული.

როგორც აეროპორტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, ახალი მეპატრონე მოლდოვის დედაქალაქში უკვე ჩავიდა და აეროპორტი დაათვალიერა. გარიგება როტშილდის კუთვნილ კომპანია NR Investment-ის სახელით გაფორმდა. მისი ღირებულება არ გასაჯაროვებულა. 


თავის მხრივ, საკონსესიო კომპანია Avia Invest– ის პრესსამსახურში განმარტეს, რომ 19 აგვისტოს უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანიამ NR Investments Ltd– მა, რომელსაც სათაო ოფისი გერნსში აქვს, აეროპორტის  აქციების 95% შეიძინა. მათივე თქმით, ახალ მფლობელს დიდი გამოცდილება აქვს უძრავი ქონების ინვესტიციისა და ცენტრალურ ევროპაში ინფრასტრუქტურის სფეროში.


შეგახსენებთ, რომ 2013 წელს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტი თანამფლობელობაში კომპანია Avia Invest-ს გადაეცა. მას შემდეგ ხელშეკრულების დადებისას შესაძლო დარღვევებზე საუბრები გამუდმებით ისმოდა. პოლიტიკოსების ნაწილი აეროპორტის სახელმწიფოსთვის დაბრუნებას ითხოვდა.